
ვატიკანმა ოფიციალურად ნება დართო კათოლიკე სასულიერო პირებმა ჰომოსექსუალი წყვილები დალოცონ.
BILD-ის ცნობით, ვატიკანის რელიგიის სამმართველომ ამის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც წინა დღეს 87 წლის იუბილე აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
2021 წლის თებერვალში ვატიკანის რელიგიურმა ორგანომ გამოაცხადა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში ჰომოსექსუალი წყვილების კურთხევა შეუძლებელი იყო. ახლა ვატიკანი ამბობს, რომ ეკლესიამ „გააფართოვა და გაამდიდრა“ ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა არის კურთხევა.
„შეგიძლიათ დალოცოთ ერთი სქესის წყვილები მათი სტატუსის ოფიციალურად დადასტურების ან ქორწინების გარეშე და არ მოხდეს ეკლესიის უძველესი სწავლების რაიმე სახის ცვლილება“ - ნათქვამია დეკლარაციაში.
0
0
11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა
11/09/2026