
რომის პაპმა ფრანცისკემ ლგბტ+ ადამიანების კრიმინალიზაციის შესახებ კანონებს უსამართლო უწოდა და ეპისკოპოსებს მოუწოდა, იყვნენ კეთილგანწყობილი ყველას მიმართ.
“ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული” – თქვა პაპმა Associated Press-თან ინტერვიუში. მან მოიყვანა კათოლიკური ეკლესიის სწავლება და გაიხსენა, რომ გეები უნდა იყვნენ მიღებულნი და პატივი სცენ, არ უნდა იყვნენ მარგინალიზებული და დისკრიმინირებული.
პაპმა დასძინა, რომ ეპისკოპოსებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ისეთ კანონებს, რომლებიც ასეთ ადამიანებს დევნის, უნდა გამოიჩინონ ლმობიერება – „როგორც ღმერთი ექცევა თითოეულ ჩვენგანს“.
ამავე დროს, ფრანცისკმა აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული, არამედ ცოდვაა.
AP-ის ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ საჭიოა „პირველ რიგში, ცოდვასა და დანაშაულს შორის განსხვავების დანახვა“ და აღნიშნა, რომ ერთმანეთის მიმართ გულმოწყალების ნაკლებობაც ცოდვაა.
წყარო: dogma.ge
0
0