
რომის პაპმა ფრანცისკემ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. ამის შესახებ Corriere della Sera წერს.
„მე ღია ვარ შეხვედრებისთვის როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტებთან“ - განაცხადა ფრანცისკმა.
მან განმარტა, რომ კიევში არ წასულა, რადგან იმ მომენტში გამგზავრება შეუძლებელი იყო, მაგრამ გაიხსენა, რომ ომის დაწყებიდან მეორე დღესვე რუსეთის საელჩოში იმყოფებოდა.
„მოსკოვში მინდოდა წასვლა პუტინთან სასაუბროდ და როგორც ჩანს, პატარა ფანჯარა გამოჩნდა, მაგრამ მინისტრმა ლავროვმა მითხრა: „მოგვიანებით ვნახოთ“... ეს ჟესტი არ იყო გააზრებული და რაც არ იყო გააზრებული, გამეორება არ შეიძლება“ - თქვა პაპმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ომი პუტინის ხელშია, ის შეიძლება შეჩერდეს ჯარების გაყვანით და ცეცხლის შეწყვეტით, შემდეგ კი გრძელვადიან შეთანხმებებზე მოლაპარაკებებით“.
0
0