
საშობაო ზავზე რუსეთის უარი დიდ მწუხარებას იწვევს, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ შობისას 24 საათის განმავლობაში მშვიდობა იქნება.
„ერთ-ერთი რამ, რაც დიდ მწუხარებას იწვევს, არის რუსეთის უარი ზავის დათანხმებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კეთილი ნების მქონე ადამიანებს, პატივი სცენ შობას, როგორც მშვიდობის დღეს. იმედი მაქვს, მოგვისმენენ და მთელ მსოფლიოში 24 საათის განმავლობაში მშვიდობა იქნება“, – განაცხადა პაპმა.
გასულ კვირას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შობის პერიოდში ომში შესაძლო ზავის შესახებ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, მოწოდება უარყო. როგორც პესკოვმა განაცხადა, კრემლს არ სურს ზავი, რადგან ამით უკრაინას შესვენებისა და ომის გასაგრძელებლად მომზადების საშუალება ექნება.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025