რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების ფარგლებში იტალიის ხელისუფლებამ რომის ცა დახურა
A-
+A
იტალიის ხელისუფლებამ რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა, – ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
რომის პრეფექტის, ლამბერტო ჯანინის განცხადებით, ქალაქში უკვე მოქმედებს უსაფრთხოების ზომები, რომელიც სულ უფრო და უფრო გაძლიერდება.
„დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მიღებული გვაქვს. დავაწესეთ ფრენის აკრძალვა. ჩვენ ასეთი ტიპის საფრთხეებს მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ. როგორც კი, ზუსტად გვეცოდინება დრო და ის, თუ რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ცერემონიაში, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება“, – აღნიშნა რომის პრეფექტმა.
ჯანინის თქმით, რომის ხელისუფლება უსაფრთხოების დეტალურ ზომებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც პაპის დაკრძალვის თარიღი გახდება ცნობილი.
0
0
72
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%