28/04/2023
12:08
მსოფლიო
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს განიხილავს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ორბანმა კიევისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფაზე უარი განაცხადა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „ნეიტრალური“ ურთიერთობა შეინარჩუნა.
„მივემგზავრები ევროპის ცენტრში, სადაც ომის ყინულოვანი ქარი ისევ მძვინვარებს“, - განაცხადა რომის პაპმა უნგრეთში გამგზავრებამდე.
"პაპი ჩვენთანაა. რომის პაპის ვიზიტი მთავრობის ე.წ. სამშვიდობო პოლიტიკის - ომის უაზრო ისტერიის შეწყვეტის - მხარდაჭერას უკრაინაში, ასევე ქვეყანაში ოჯახის დაცვის პოლიტიკას ემსახურება", - წერს მმართველი პარტია Fidesz-ი [მემარჯვენე პოპულისტური და ეროვნულ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტია უნგრეთში].
უნგრეთში რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვს ვატიკანის ეკლესიის ყოფილ კათოლიკე მღვდელს, ანდრას ჰოდასს, რომელმაც ახლახანს უარი თქვა სასულიერო მოღვაწეობაზე აზრთა სხვადასხვაობისა და ზეწოლის გამო.
„იგივე საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც წარსულში რომის პაპს მიგრაციის პოლიტიკის გამო გმობდნენ, ახლა მას ხელგაშლილი ხვდებიან. საზოგადოებრივი აზრი ქარივით ცვალებადი და მანიპულირებადია,“ - აღნიშნა ანდრას ჰოდასმა.
რომის პაპი ფრანცისკე, ასევე უნგრეთის პრეზიდენტს კატალინ ნოვაკს შეხვდება, რომელიც წყვილების წახალისებას ცდილობს, ორზე მეტი შვილის გაჩენის თვალსაზრისით.
0
0