
„რომის პაპი ფრანცისკე პენსიაზე გასვლას არ აპირებს და ის თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე დარჩენას გეგმავს,“ - ნათქვამია რომის პაპის ახალ ავტობიოგრაფიაში.
87 წლის რომის პაპი ფრანცისკე ავტობიოგრაფიაში ამბობს, რომ მისი გადადგომის „არავითარი რისკი“ არ არსებობს იმ სპეკულაციების მიუხედავად, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მან შესაძლოა პაპის თანამდებობა დატოვოს.
”პაპის მსახურება მისი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ამიტომ, მის დასათმობად მიზეზს მე ვერ ვხედავ,“ - აღნიშნა რომის პაპმა.
BBC-ის ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისში ფრენსისმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეხვედრები და აუდიენცია გააუქმა. მას გრიპის ხშირი შეტევები აწუხებდა და სიარული უჭირდა. რომის პაპს სულ უფრო ხშირად ხედავენ ინვალიდის ეტლში. ამ საკითხებმა, ისევე როგორც პაპის ასაკმა, კათოლიკური ეკლესიის მომავალთან დაკავშირებით კითხვები წარმოშვა.
რომის პაპი ფრანცისკე არ ადასტურებს, რომ ის პენსიაზე გასვლას აპირებს, თუმცა თავის მემუარებში ამბობს, რომ თუ იძულებული გახდება, რომ "სერიოზული ფიზიკური სისუსტის" გამო გადადგეს, ის „სანტა მარია მაჯორეს ტაძარში იმსახურებს და ავადმყოფებს აზიარებს.“ თუმცა, ნაცნობი წყაროების თანახმად, პონტიფიკოსს გადაწყვეტილი აქვს, თავიდან აიცილოს სცენარი, რომელშიც ორი პაპი ერთდროულად ცოცხლობს - როგორც ეს მისი წინამორბედის ბენედიქტ XVI-ის მმართველობის დროს მოხდა, როდესაც [2013 წელს] მან გადადგომის უკიდურესად უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო.
რომის პაპი წიგნში აქტიურად განიხილავს ძირითად საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებს, როგორებიცაა მიგრაციის კრიზისი, გლობალური კონფლიქტები და ევროკავშირი. ფრენსისი ასევე პირად თემებზეც საუბრობს - თავის შეყვარებულზე, რომელიც ახალგაზრდობაში ჰყავდა. ფრენსისი იმ დროისთვის უკვე მღვდლობისთვის ემზადებოდა. "ერთი კვირის განმავლობაში სულ მასზე ვფიქრობდი და ლოცვა მიჭირდა. საბედნიეროდ, ის ჩემი გონებიდან გავიდა და სხეული და სული ღვთისმსახურებას შევწირე", - წერს ფრენსისი.
წიგნში ასევე ნახსენებია, რომ ფრენსისი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. ის იხსენებს არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასთან შეხვედრას და მის მიერ ხელით გატანილ გოლს, რომელსაც „ღმერთის ხელი“ უწოდეს.
„ვატიკანი ყოველთვის იყო სასახლის ინტრიგების წყარო, როგორც კათოლიკეებისთვის, ასევე არაკათოლიკეებისთვის, ამიტომ როგორც კი ფარდა ეშვება, ის ყურადღების ცენტრში ექცევა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენსისი ხშირად საუბრობს სამყაროსა და ეკლესიაზე, ძალიან იშვიათად გვესმის, რომ ბევრს ლაპარაკობდეს საკუთარ პიროვნებაზე. ფრენსისი მიჩვეულია, რომ თავისი სახელით ყველა ტიპის ადამიანი ალაპარაკოს ან ათქმევინოს, თუ რას წარმოადგენს ის. ამიტომ მას შანსი აქვს, რომ თავისი ფუნქციები მემუარებში ასახოს“, - განუცხადა BBC-ს ვატიკანის დამკვირვებელმა კრისტოფერ უაითმა.
იტალიურ გაზეთ La Repubblica-ს კორესპონდენტის იაკოპო სკარამუზის თქმით, მემუარები რომის პაპისთვის არის შანსი, რომ "პონტიფიკაციის ბოლო ფაზაში, მთელ თავის ცხოვრებაზე დაფიქრდეს".
0
0
ზელენსკი ეშმაკი კაცია - დონალდ ტრამპი
05/05/2026