
საფრანგეთმა და იტალიამ უკრაინის 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაბლოკეს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს, რომ მაშინ, როცა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს უმეტესობა, რომლებიც 20 მარტს ბრიუსელში შეიკრიბა, გაერთიანდნენ კიევისთვის სამხედრო დახმარებისთვის თანხების გამოყოფის ინიციატივის გარშემო, ამ ქვეყნებმა გადაწყვიტეს დროის გაჭიანურება.
რომი ითხოვს დამატებით ტექნიკურ და ფინანსურ დეტალებს და ამბობს, რომ ინიციატივა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, განაცხადეს იტალიელმა დიპლომატებმა. ფრანგმა დიპლომატებმა თქვეს, რომ იზიარებენ ინიციატივის მიზნებს, მაგრამ პრიორიტეტი იყო G7-ის კიევისთვის 18 მილიარდი დოლარის სესხის ნაწილის განხორციელება.
უნგრეთი აგრძელებს უკრაინის დახმარების ბლოკირებას, მაგრამ ევროკავშირის ლიდერები უკვე შეეგუვნენ კიევის მხარდაჭერას ბუდაპეშტის გარეშე.
ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი ლიდერები ხელს მოაწერენ კიევისთვის დახმარების გამოყოფის გეგმის ნაწილს მაინც.
0
0