16/11/2021
14:30
პოლიტიკა
ის ასევე დაინტერესდა, დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის რომელი სამედიცინო საჭიროება ვერ კმაყოფილდება.
„დღეის მდგომარეობით, როდესაც, ასევე, ითხოვენ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანას, ოღონდ - კერძოში, რა სამედიცინო ჩარევის საჭიროებაა თუნდაც დღეს, რომელიც შეუძლებელია, რომ დღეს ჩატარდეს პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში? დაასახელონ თუნდაც ერთი სამედიცინო საჭიროება, რომელიც დღეს არსებობს და რა ვერ უტარდება. ისინი აპელირებენ, რომ არაერთი პატიმარი გადაყვანილა კერძო კლინიკაში. კი ბატონო... დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანთან დაკავშირებით, ასეთი საჭიროება დღის წესრიგში იდგა. მაგალითად, ზოგს ჰქონდა დაზიანება, რასაც საოპერაციო ჩარევა სჭირდებოდა, ზოგს პათოლოგია გამოუვლინდა, რომელსაც სჭირდებოდა იმგვარი ჩარევა, როგორც შეუძლებელი იყო პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში და ა.შ.“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
0
0