10/10/2024
12:42
ეკონომიკა
2024 წლის 8 თვეში საქართველოში საქონლის ნედლი ხორცის იმპორტი შემცირდა, გაყინული ხორცის იმპორტი კი გაიზარდა.
კერძოდ, წელს საქართველომ 16.4 მლნ აშშ დოლარის გაყინული საქონლის ხორცი იყიდა, რაც 13.5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 1 კგ-ს შესასყიდი ფასი კი, 3.5 აშშ დოლარი იყო.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე იაფად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული და გაციებული ხორცი საქართველოში ბრაზილიიდან შემოდის, ყველაზე ძვირად კი რუსეთიდან.
რაც შეეხება იმპორტიორი ქვეყნების TOP-5-ს 2024 წლის იანვარ-აგვისტოში:
- ბრაზილია - 6.5 მლნ აშშ დოლარის 2,595 ტონა. საიმპორტო ფასი 1 კგ-ზე 2.59 აშშ დოლარი;
- ლიეტუვა - 5 მლნ აშშ დოლარის 815 ტონა. ფასი 6.2 აშშ დოლარი;
- უკრაინა - 3.8 მლნ აშშ დოლარის 1,061 ტონა. ფასი 3.6 აშშ დოლარი;
- რუსეთი - 365 ათასი აშშ დოლარის 30.4 ტონა. ფასი 11.9 აშშ დოლარი;
- პოლონეთი - 195.9 ათასი აშშ დოლარის 25.8 ტონა. ფასი 7.58 აშშ დოლარი.
რაც შეეხება ნედლ და გაციებულ ხორცს, საქართველოში 3.7 მლნ აშშ დოლარის 730.3 ტონის იმპორტი განხორციელდა. აქ 1 კგ-ზე შესასყიდი ფასი საშუალოდ 5.17 დოლარია. იმპორტი კი, 13.9%-ით შემცირდა.
ყველაზე ძვირად ნედლ და გაციებულ ხორცს საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან ყიდულობს. ყველაზე იაფად კი ბელარუსიდან.
რაც შეეხება ქვეყნების და ფასის სტატისტიკას TOP-5-ს 2024 წლის იანვარ-აგვისტოში:
- რუსეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარის 415.3 ტონა. საიმპორტო ფასი 1 კგ-ზე 4.05 აშშ დოლარი;
- ნიდერლანდები - 1.1 მლნ აშშ დოლარის 137.4 ტონა. ფასი 8 აშშ დოლარი;
- ბელარუსი - 582.4 ათასი აშშ დოლარის 582.4 ტონა. ფასი 3.88 აშშ დოლარი;
- აშშ - 149.5 ათასი აშშ დოლარის 4.2 ტონა. ფასი 35.4 აშშ დოლარი.
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 105.2 აშშ დოლარის 2 ტონა. ფასი 50.5 აშშ დოლარი.
საუბარია იმპორტის ფასზე გადასახადების გარეშე.
0
0