25/04/2023
13:01
პოლიტიკა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის კითხვაზე რომელ პარტიებს არ დაუჭერდით ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ნაციონალური მოძრაობა“ - 39%
„ქართული ოცნება“ - 34%
„ალტ-ინფო“ - 14%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 13%
„პარტიოტთა ალიანსი“ - 13%
„გირჩი“ - 13%
„ევროპული საქართველო“ - 13%
„ლეიბორისტული პარტია“ - 8%
„დროა“ - 7%
„ლელო“ - 6%
„ხალხის ძალა“ - 5%
„საქართველოსთვის“ - 4%
ანა დოლიძე - 1%
ინფორმაციისთვის, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024