
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განაცხადებით, კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად არ დაყენება არა მხოლოდ მისი პოლიტიკური კარიერის დასრულება იქნება, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან ფაქტობრივად მისი გაწირვაც.
როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, საბოლოოდ ივანიშვილი მაინც დააყენებს კალაძის კანდიდატურას, თუმცა, როგორც ამბობს, „ბოლომდე შეშინებულს და განადგურებულს“.
„კალაძისთვის მერობის კანდიდატად არ დაყენება ნიშნავს არა მხოლოდ პოლიტიკურ სიკვდილს, არამედ ივანიშვილის მიერ ფაქტობრივად გაწირვას. ამიტომაც არის, რომ ღელავს. 1 კვირის წინ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მე ვიქნები, რა თქმა უნდაო. შემდეგ ვიღაც რიგით დეპუტატს ათქმევინეს, რომ - „კი, კალაძეს უნდა, მაგრამ ჩვენ სხვა კანდიდატებიც გვყავსო“. ანუ აშინებენ, ღამეები არ სძინავს. დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის კანდიდატურას დააყენებს, მაგრამ ბოლომდე შეშინებულს და განადგურებულს“, - განაცხადა გოცირიძემ.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025