16/08/2024
23:45
სპორტი
UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას 6 ოქტომბერს, UFC 307-ზე კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ ჩაატარებს.
დოლიძისა და ჰოლანდის დაპირისპირება საშუალო წონაში შედგება, სადაც ამჟამად ქართველი რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო ჰოლანდი საუკეთესო 15 მებრძოლს შორის არ იმყოფება. მიუხედავად ამისა, 31 წლის ამერიკელი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტოქედ ითვლება.
კევინ ჰოლანდმა MMA-ში 38 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 26 მისი გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება რომანს, 36 წლის ქართველს 16 ჩხუბი აქვს ჩატარებული და 13-ჯერ ოქტაგონი გამარჯვებულის რანგში დატოვა. ბოლოს დოლიძემ ენტონი სმიტი დაამარცხა.
UFC 307 მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს აშშ-ში, იუტას შტატის ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიშია დაგეგმილი.
0
0
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
28/11/2024