27/07/2023
21:57
ეკონომიკა
საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე იყიდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამერიკულმა კომპანიამ, რუსეთის ბაზრიდან გასვლის ხმამაღალი პირობა დადო, თუმცა საქმიანობა სრულად არ გაუჩერებია.
უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ კომპანიის ორიგინალური პროდუქცია რუსულ ბაზარზე საქართველოდანაც ხვდება. გაყიდვებიდან მიღებული მოგების გადასახადი კი, რუსეთის ბიუჯეტში შედის.
გამოცემა წერს, რომ რუსეთში ვაჭრობის გამო დასავლურ კომპანიებს, სისხლიანი შემოსავალი აქვთ, მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი ათობით მილიარდი დოლარი კი, რუსულ არმიას ხმარდება. კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მხოლოდ საერთაშორისო კომპანიების 8 პროცენტმა დატოვა.
რუსულ ბაზარზე დარჩა ბრიტანული „უნილევერი“, ფრანგული „ლერუა მერლენი“, სუპერმარკეტების ქსელი „აშანი“, ასევე თამბაქოს მსხვილი მწარმოებლები, მათ შორის „ფილიპ მორისი“.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „სამსუნგის“ ახალი სმარტფონები რუსეთში რიტეილერების საშუალებით გაიყიდება.
ახალი მოდელების შეკვეთა უკვე შესაძლებელია რუსეთის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსხვილ მაღაზიებში.
რაც შეეხება კითხვას, როგორ ხვდება საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე, ამას კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს.
„რომ ხვდება ვიცით, მაგრამ რა რაოდენობით და როგორ, არ ვიცით. შესაძლოა მცირე რაოდენობითაა. აბსოლუტურად არ ვართ ამაში ჩართულები. შედის ძალიან ბევრი პოლონეთიდან, ლიბანიდან შედის, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან. 7-8 ქვეყანა შედის, რადგან რუსეთში დაიკეტა „კოკა-კოლას“ 8 ქარხანა. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს „შავი ხვრელები“, ბაზრები, არაოფიციალური ბაზარი, საქართველო რადგან მიმდებრე ტერიტორიაა რუსეთის, შეიძლება საქართველოდანაც შედიოდეს“, - ამბობს „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში თემურ ჭყონია, კომპანია „კოკა-კოლას“ მფლობელი საქართველოში.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024