
„კომერციულმა ბანკებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მოემსახურებიან“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობის გადანაწილება ორივე მხარეზე ხდება.
„თქვენ რომ მიბრძანდეთ ბანკში თქვენი ანგარიშიდან თანხის გამოსატანად და ამ მომენტისთვის იყოთ სანქცირებული, ბევრი რამ ბანკზე იქნება დამოკიდებული. ბანკს აქვს უფლება, გაგატანოთ თანხა, მაგრამ არსებობს კანონი კომერციული ბანკების შესახებ, რომელიც აძლევს ბანკებს უფლებას, ნებისმიერი საეჭვო კლიენტის შემთხვევაში არ განახორციელოს ფინანსური მომსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკმა შიდა პროცედურებით შეაფასოს თქვენთან ურთიერთობის რისკიანობა.
ბრძანების მიხედვით წერს, რომ სანქციები უნდა გაავრცელონ მაშინ, როდესაც მათ ექნებათ ხელში გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე, არსებობს კომერციული ბანკების შესახებ კანონი, რომელიც ბანკს ავალდებულებს თავად შეაფასოს, რამდენად რისკიანია კლიენტთან ურთიერთობა. პასუხისმგებლობის გადანაწილება ჩვენსა და ბანკებს შორის ყოველთვის ხდებოდა. ახლა ბანკებზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ“, - აცხადებს ნათია თურნავა.
0
0