
“ჯოზეფ ბორელი, როცა ამას გვეუბნება - ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ”, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე ჯოზეფ ბორელის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც კანონის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა მიმდინარეობს.
როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რასაც უცხოეთი გვეტყვის. მისი თქმით, თუ მათ ენდომებათ ერთი კვირა ფეხზე უნდა ვიდგეთ.
,,ბორელი, როცა ამას გვეუბნება - ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ, თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რომ გვითხრან, რომ ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი და ამას გეუბნებათ ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მოადგილეც ვარ,’’ - განაცხადა ბურჯანაძემ.
პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რომლებიც სიაში არ იყვნენ. ამ ფაქტს მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
0
0