
"რომ გაექანო კალასკენ, უფრო შეეტევი..." - ასე გამოეხმაურა ტვ “პირველის” გენერალური დირექტორი ვატო წერეთელი დღეს, თბილისის საკრებულოს დეპუტატის კოტე ზარნაძის ფეისბუკსტატუსს.
კერძოდ, დეპუტატმა დედაქალაქის მერს სოციალური ქსელით მიმართა. ზარნაძე წერს: “თუ არ გადაიხდიან [ტვ პირველი], მიკროფონები და დინამიკები წამოვიღოთ, საახალწლოდ გლდანში დაგვჭირდება”.
ვატო წერეთელმა აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში გაიზიარა და კოტე ზარნაძის პასუხად დაწერა: "რომ გაექანო კალასკენ, უფრო შეეტევი..."
როგორც ცნობილია, სასამართლომ თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი ტვ “პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის მიმართ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ტელეკომპანიას 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. მოგვიანებით, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ დაწერა, რომ “ამ თანხას ტელეკომპანია ვერ გადაიხდის”.
0
0