-share.jpg)
Russia Today-ს რედაქტორმა და კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. სიმონიანი პირდაპირ ეთერში პუტინის კიდევ ერთ პროპაგანდისტს ვლადიმირ სოლოვიოვს ჩაერთო.
"სომეხ ხალხს ფაშინიანი არ აურჩევია. მე სომეხი ვარ, ჩემი ქმარი ტიგრანიც, რუსეთში გაცილებით მეტი სომეხი ცხოვრობს ვიდრე სომხეთში, გარდა ამისა სომხეთის სრულ მოსახლეობასაც არ აურჩევია ფაშინიანი. ჩემს გარშემო ყველამ თავიდანვე იცოდა რომ ფაშინიანი იუდა და დამპალია. დედა რუსეთს მადლობის ნიშნად უნდა დავუჩუქოთ იმისთვის, რომ სომეხი ერი თავის დროზე გადაარჩინა, როდესაც სომხეთი საკუთარი ნებით, მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. დიდი ხნის წინ განადგურდებოდა მთელი ხალხი, რომ არა რუსეთი". – ამბობს სიმონიანი.
როგორც ცნობილია, 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყო. ოფიციალური სომხეთი კონფლიქტში არ ჩაერია. შედეგად ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 24 საათში დანებდა.
0
0