
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი გრენლანდიის შეძენის სხვადასხვა მეთოდს განიხილავენ, – ამის შესახებ „როიტერს“ თეთრ სახლში განუცხადეს.
რგოგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ერთ-ერთ ვარიანტიად შეიარაღებული ძალების ჩართულობაც განიხილება.
„პრეზიდენტმა ტრამპმა კარგად, ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის შეძენა არის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი და ეს აუცილებელია ჩვენი მოწინააღმდეგეების შესაკავებლად არქტიკულ რეგიონში. პრეზიდენტი და მისი გუნდი განიხილავენ ვარიანტების დიაპაზონს ამ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და, რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის არის ვარიანტი, რომელიც მთავარსარდლის განკარგულებაშია“, – განაცხადეს თეთრ სახლში.
როგორც „როიტერი“ წერს, გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების ვარიანტები ასევე მოიცავს კუნძულის შეძენას. ამასთან, ნატო-ს სხვა ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, ტრამპი არ აპირებს უკან დახევას და მიზნის მიღწევა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში სურს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
08/01/2026