
„როიტერის“ ცნობით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი უარს აცხადებს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. სააგენტის ცნობით, ეს წინადადება მას ორი შუამავლის მეშვეობით გადაეცა.
მედიის ცნობით, მისმა წყარომ აღნიშნა, რომ ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის სხდომაზე მოჯტაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ „მშვიდობისთვის შესაფერისი დრო არ იქნება, ვიდრე აშშ და ისრაელი მუხლებზე არ დადგებიან, არ აღიარებენ დამარცხებას და არ დათანხმდებიან კომპენსაციის გადახდას“.
ამასთან, „როიტერის“ წყაროს არ დაუკონკრეტებია, ესწრებოდა თუ არა ახალი უზენაესი ლიდერი სხდომას პირადად.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოჯტაბა ხამენეი 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიჭრა. ამერიკული გამოცემა „აქსიოსი“ წერდა, რომ ირანმა და აშშ-მ პირდაპირი კონტაქტები აღადგინეს. გამოცემის ვერსიით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს გაუგზავნა შეტყობინებები, სადაც საუბარი იყო ომის შეწყვეტაზე.
14 მარტს „როიტერის“ წყაროები აცხადებდნენ, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უარყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მცდელობები, ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებები დაწყებულიყო.
16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ ირანი უკავშირდებოდა აშშ-ს, თუმცა გაურკვეველია, აქვთ თუ არა ამ პროცესში ჩართულ ირანელ ოფიციალურ პირებს შეთანხმებების გაფორმების მანდატი. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზოგადად არ არის წინააღმდეგი ირანთან მოლაპარაკებების.
0
0