
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა, რაც, მისი თქმით, ეხმარება მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
დონალდ ტრამპი დღეს ტელეფონით ესაუბრა „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებს, რომლებიც პარიზში შეხვედრას მართავდნენ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით.
„პრეზიდენტმა მაკრონმა და ევროპელმა ლიდერებმა დაურეკეს პრეზიდენტ ტრამპს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისას. პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა, რაც ომს აფინანსებს, ვინაიდან რუსეთმა ევროკავშირისგან ბოლო ერთ წელში მიიღო 1,1 მილიარდი ევრო საწვავის გაყიდვით. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპელმა ლიდერებმა უნდა განახორციელონ ეკონომიკური ზეწოლა ჩინეთზე რუსეთის საომარი ძალისხმევის დაფინანსების გამო“, – განუცხადა სააგენტოს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
0
0