
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, დაკავებული მაღალჩინოსნების და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების სასამართლო სხდომა გაიმართა. როგორც პროკურორმა განაცხადა, რვა დაკავებულიდან სამმა მკვლელობა აღიარა და დანაშაულის შემკვეთად აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ პატარიძე დაასახელა.
პროკურორის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობა გადაწყდება და გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიების საკითხიც.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულებმა ჩვენება შეცვალეს და არ არის გამორიცხული, ირიბად, ისინი ვანო მერაბიშვილის ბრალეულობაზე მიანიშნებდნენ.
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ საქმეზე 2020 წელს, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.
0
0