ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ გაზეთ Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი, როგორც ეს ყველამ იცოდა, აღარ არსებობს ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ.
”დასავლეთი, როგორც ყველამ ვიცოდით, აღარ არსებობს”, - თქვა ფონ დერ ლაიენმა შეკითხვაზე, თუ როგორი იქნება ევროკავშირის შესაძლო ლიდერის როლი დასავლურ სამყაროში.
,,ამჟამად, ბევრი საუბარი მიწევს მთელი მსოფლიოს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან. ყველა ითხოვს ევროპასთან ვაჭრობის გაფართოებას და ეს ეხება არამხოლოდ ეკონომიკურ კავშირებს, არამედ - საერთო წესებისა და პროგნოზირებადობის დამყარებასაც. ევროპა ცნობილია თავისი პროგნოზირებადობითა და საიმედოობით, რაც ახლა კვლავ დიდ ღირებულებად აღიქმება. ეს, ერთი მხრივ, ძალიან დამაიმედებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რომელიც უნდა გავამართლოთ.
მე კვლავ ვრჩები ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერად და მჯერა, რომ ევროპელებსა და ამერიკელებს შორის მეგობრობა შენარჩუნდება,’’ - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
0
0