
ხერსონი: შედარებით მშვიდი. მობილური კომუნიკაციები გამორთულია.
ჟიტომირი: ღამით ორჯერ მოხდა საჰაერო თავდასხმა. კოროსტენში საჰაერო დარტყმის შედეგად 10 კერძო საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა (1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა. დაშავებულებს შორის 1 ბავშვი).
ოვრუჩი: დაინგრა 15 კერძო სახლი. დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.
ხმელნიცკი: თავდასხმები სტაროკონსტანტინოვის აეროდრომზე (2 დაჭრილი)
ჩერნიგოვი: ღამით მუდმივი საჰაერო თავდასხმები. ბრძოლებია მისადგომებთან. ბრძოლა კიევის მიმართულებით.
პოლტავა: ღამის საჰაერო თავდასხმები ლუბნაზე და მირგოროდზე. დილით - პოლტავაზე.
ლუგანსკი: ღამემ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. გუშინ ნაშუადღევს ძლიერი დაბომბვა მოხდა - სევეროდონეცკის მიმდებარე დასახლებები მოწყვეტილია ქალაქს. სოფლები ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე არიან.
დონეცკი: მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. ვოლნოვახაც. გუშინ ვოლნოვახადან 400-მდე ადამიანის გაყვანა მოხერხდა. ევაკუაციის მცდელობები დღესაც გაგრძელდება.
ნიკოლაევი. საღამოს "ტორნადოებით" დაიბომბა. არიან გარდაცვლილები. მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
დნეპრი: იყო ერთი საჰაერო თავდასხმა ღამით
ხარკოვი: ღამე რეგიონულ ცენტრში ისევ აფეთქებები იყო. მათ შორის ხარკოვის ცენტრში.
კიევი: ბრძოლა ირპენში, გოსტომელში, მაკაროვში. რუსები მოძრაობენ ბუჩას გასწვრივ. ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ჟიტომირის გზატკეცილის ტერიტორია.
დანარჩენ რაიონებში ვითარება მშვიდად შეფასდა.
0
0
ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა
05/03/2025