13/12/2022
00:25
მსოფლიო
რამდენიმეთვიანი ლოდინისა და სპეკულაციის შემდეგ, Netflix-ის დოკუმენტური სერიალი მეგანისა და ჰარის სიყვარულის ისტორიის შესახებ გამოვიდა. წყვილის თანაცხოვრების ყოველდღიურმა სცენებმა თაყვანისმცემლების გაოგნება გამოიწვია. განსაკუთრებული ყურადღება მეგან მარკლის მაკიაჟის გარეშე გამოჩენამ მიიპყრო.
მეგანი სერიალში ჩნდება თმაზე შემოხვეული პირსახოცით, რასაც ალბათ ბევრი არ ელოდა. მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა, რომ “პრინცესამ” ფართე საზოგადოებას აჩვენა როგორ გამოიყურება ის აბაზანის შემდეგ - სრულიად უმაკიაჟოდ და ბუნებრივად.
"ჩემი მოვალეობაა ჩემი ოჯახის უსაფრთხოება", - თქვა ჰარიმ შესავალში.
”მაგრამ ამ პოზიციაზე დაბადებულის ბუნება და ყველაფერი, რაც მას თან ახლავს, და სიძულვილის დონე, რომელიც განვითარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ჩემი მეუღლისა და ჩემი შვილის მიმართ, მე გულწრფელად მაფიქრებინებს, რომ ვიზრუნო ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე. ” მეგანი აცრემლებული ამატებს: „უბრალოდ მინდა, ამ ყველაფრის მეორე მხარეს მივიდე... აღარ ვიცი, რა ვთქვა“, ამბობს დოკუმენტ ფილმი მეგან მარკლი.
0
0