საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა.
"ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი.
რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწობრში იქნება", - განაცხადა დათო ხარაბაძემ.
ორივე ფეხბურთელმა ტრავმები გუშინდელი მატჩის დროს მიიღო.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო ევროპა 2024-ში ითამაშებს.
ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს ისევ დორტმუნდში – პორტუგალიას.
0
0