თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი პირი კლინიკა “იმერმედშია” მოთავსებული.
ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ.
ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში დღეს საღამოს დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. თავდაპირველად, სამწვერას ჩანჩქერის დასათვალიერებლად წასულებიდან ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის გადასარჩენად მდინარეში ოთხი ადამიანი გადახტა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს.
"მდინარე ძუსას ე.წ. ჩანჩქერი ტურისტული ადგილია ჩვენს სოფელში. იქ მამა, ქალიშვილთან და მის მეგობრებთან ერთად იყო მდინარეზე. როგორც ვიცი, ფოტოებს იღებდნენ და ერთ-ერთ გოგონას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. ამის შემდეგ ეს კაციც გადამხტარა მის საშველად, შემდეგ კი დანარჩენი ნაპირზე მყოფებიც მიჰყოლიან მას. მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. მცოცავი რელიეფია და ალბათ ფეხი ამიტომ დაუცურდათ" - ამბობენ ადგილობრივები.
მდინარეში დღეს მაშველებმა 4 ცხედარი ნახეს…
0
0