როგორია აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
19/12/2024
15:29
საზოგადოება
A-
+A
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც მან განაცხადა, თუ განმეორებითი კვლევების პასუხები დამაკმაყოფილებელი იქნება, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ.
„მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს, ამ ეტაპზე, განმეორებითი კვლევები კეთდება არამხოლოდ ლაბორატორიული, არამედ გამომსახველობითი. თუ ყველა პასუხი იქნება დამაკმაყოფილებელი, ალბათ, გავწერთ ბინაზე. ამ პასუხის მიხედვით გადაწყდება. ზოგიერთი პასუხი შეიძლება დღეს მოვიდეს, ზოგი ხვალ. ზოგიერთი კვლევა მოითხოვს საკმაოდ დროს. პასუხები როცა გვექნება, გაწერის საკითხი გადაწყდება“, - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.
0
0
79
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%