-share.jpg)
როგორ უნდა დააკნინო ასე საკუთარი ქვეყნის პარლამენტი, რომ საქართველოს შესახებ მოხსენება თუ, ანგარიში გააკეთებინო ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე უავტოროტეტო და გამარგინალებულ სუბიექტს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე წერს
,,როგორი სამარცხვინო პროცესი იყო გუშინ კონგრესში?!
1. როცა შენი ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნის პარლამენტში აბეზღებს მისი ქვეყნის მთავრობას, სხვა ქვეყანას სთხოვს მისი თანამოქალაქეების დასჯას (დასანქცირებას), ვისაც ეს მოსწონს, მას წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, არ აქვს თავმოყვარეობა (ადრე სუვერენული თავმოყვარეობა ვუწოდე), არ აქვს სამშობლოს აღქმა, ანუ უსამშობლოა.
ცალკე საკითხია, რომ ამას აკეთებს პოლიციის თადარიგის ოფიცერი.
ვისაც "კგბ'-ს ჯაშუშობას "ცრუ"-ს ჯაშუშობა ურჩევნია, ისინი ვერ გაიგებენ. რა მნიშვნელობა აქვს რომელი უცხო ქვეყნის ჯაშუში ხარ, მოკავშირის თუ ოკუპანტის?! ჯაშუში ჯაშუშია!
ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლის დასჯას სთხოვ, თუ ოპოზიციის.
2. როგორ უნდა დააკნინო ასე საკუთარი ქვეყნის პარლამენტი, რომ საქართველოს შესახებ მოხსენებ თუ, ანგარიში გააკეთებინო ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე უავტოროტეტო და გამარგინალებულ სუბიექტს, რომელიც არათუ საქართველოს მოსახლეობის, საკუთარი სამეზობლოს და სანათესაოს აზრსაც კი არ გამოხატავს.
3. სენატორ რიშს სიტყვა გაქცევია, რაც ცალკე ძალიან დიდი პრობლემაა. მას შეიძლება არ მოსწონდეს საქართველოს ხელისუფლება, არ დადიოდეს მის ჭკუაზე, მაგრამ უხეში სიტყვებით მოხსენიება ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების ამომრჩეველის ნებას და ამომრჩეველს არ სცემს პატივს.
ამოტომ, როცა საუბრობენ, რომ "ქართველი ხალხია გვერდით დგანან" ან სხვა მორიგე ფრაზებს ისვრიან, მაშინ დააზუსტონ ხელისუფლების ამომრჩეველ ქართველ ერს გულისხმობენ, თუ ოპოზიციის? თუ ყველას გულისხმობენ, მაშინ სიტყვები გაფილტრონ.
ვცდილობ მაქსიმალურად მოზომილად და კორექტულად დავწერო." - წერს სალუქვაძე
0
0