
შესყიდვების სააგენტოზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
ტენდერის ღირებულება 1 618 759 ლარია. ჯამში, დედაქალაქს 160 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი ეყოლება.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპორტის მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
🔴 მწარმოებელი - MAN;
🔴 მოდელი - MAN Lion's City 18C;
🔴 გამძლეობა - 12 წელი და 1 020 000 კმ;
🔴 გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
🔴 სიგრძე - 18,06 მეტრი;
🔴 სიგანე - 2,55 მეტრი;
🔴 სიმაღლე - 3,34 მეტრი;
🔴 კარების რაოდენობა - 4 (შიდაგაღების ორფრთიანი);
🔴 იატაკი: მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
🔴 ტევადობა: 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
🔴 მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
🔴 შესაძლებლობა: შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
🔴 ფერი: დამკვეთთან შედარებით სამ ფერში;
🔴 გათბობა-გაგრილება: ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გახსნა;
🔴 ელექტრონული მოწყობილობები: WiFi (2 SIM სლოტი) - 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.
ტენდერში კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა.
0
0