07/02/2022
10:03
საზოგადოება
თოვლია ნავარაუდევი ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. მოთოვს ზუგდიდშიც. დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
მესტიაშიც თოვლიანი დღე და +2 გრადუსი, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი დღისით +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, მოთოვს, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.
+5 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -11 გრადუსი იქნება.
გორშიც თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი იქნება. აქაც მოთოვს.
გუდაურშიც მოთოვს. დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -2 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია თოვლი. ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის.
ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +6 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
რუსთავში ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.
0
0