24 იანვარს ქუთაისში +8 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი. +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
ჭიათურაში დღისით მზიანი ამინდი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +1, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -18 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო დღეა. დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღე -5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -5, ღამით კი -18 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც თოვლს პროგნოზირებენ. დღისით -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
რუსთავში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.
0
0