
4 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ანალოგოიური ამინდია ამბროლაურშიშ, სადაც ჰაერი დღისით +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +31 ღამის ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
გორში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალშიც მოსალოდნელია ნალექი. დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ნალექიანია დღე ომალოშიც, სადაც დღისით +21, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
გურჯაანში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღე +33 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
0
0