20/11/2021
10:34
საზოგადოება
წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმა ელჭექით და +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
მესტიაშიც წვიმა ელჭექით და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.
+10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
გორში +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
გუდაურში ხანმოკლე წვიმა და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი-6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.
0
0