
22 აპრილს ქუთაისში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღე +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით +20, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი.
გუდაურში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც უნალექო ამინდია. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
0
0