
უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. უნალექო დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიანი დღეა. დღისით +120გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში. ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, სადაც დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი. ახალციხეში დღისით მზე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა მოსალოდნელ ბორჯომში, სადაც დღისით +22, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა მოსალოდნელი და დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი.
გუდაურში უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +12, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც უნალექო დღე და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.
0
0