26/11/2024
10:29
საზოგადოება
26 ნოემბერს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით 4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.
ბორჯომში თოვლი და +6 იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. დღისით +4, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
რუსთავში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
თბილისში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
0
0