21/09/2021
11:24
საზოგადოება
ფოთში მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
მესტიაში წვიმა და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში გამოიდარებს, +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.
+29 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
გორში +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
0
0