
17 აპრილს, ქუთაისში დღისით +21 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.
მზიანი დღეა ბორჯომში, +17 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მზეა თელავშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზიან ამინდს ელოდებიან. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025