08/08/2023
15:07
პოლიტიკა
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში გაწეული თანადგომისთვის ლიეტუვას სახელმწიფოს მადლობას უხდის და აქვე აღნიშნავს იმდროინდელ პრეზიდენტის, ვალდას ადამკუსის როლს, რომელიც 5 სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან ერთად აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა.
„განსაკუთრებული მადლობა ლიეტუვას როლისთვის 2008 წელს. ვალდას ადამკუსი იყო აქ 5 სხვა ევროპელ ლიდერთან ერთად. შეჭრის პირველივე დღეს ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრომ გამოგვიგზავნა სამხედრო ტექნიკით დატვირთული სატრანსპორტო თვითმფრინავი ჰერკულესი.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა რუსეთის საფრთხეს თბილისში ხიდების დაბომბვით და შესთავაზა, დაეძინათ თბილისის ცენტრალურ ხიდზე და ენახათ, შეეძლო თუ არა რუსეთს ნატოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოკვლა“, - წერს სააკაშვილი.
სააკაშვილი ასევე მადლიერებას გამოხატავს ლიეტუვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსადმი, იმ რეზოლუციის მიღების გამო, რომელიც მის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
ამასთან სააკაშვილი მადლიერია უკრაინისადმი გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.
„როგორც უკრაინის მოქალაქე და პრეზიდენტ ზელენსკის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, ძალიან მადლობელი ვარ ლიეტუვასა და პრეზიდენტ ნაუსედას უკრაინისადმი დაუნდობელი და ძალიან ეფექტური მხარდაჭერისთვის“ - წერს სააკაშვილი.
0
0