როგორც სააკაშვილი აცხადებს, დაკავების დროს მარტო იყო, ძალა არ ყოფილა გამოყენებული - არ ეთანხმება მსჯავრს და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად - ლომჯარია
A-
+A

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება იმ განაჩენს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი.
„როგორ შემოვიდა საქართველოში, რა გზებით ამაზე არ სურს, რომ ვისაუბრო და არც ჩვენ გვისაუბრია. არ შევეხეთ სიღრმისეულად ამ ფაქტს.
როგორც ის აცხადებს, დაკავების დროს მარტო იყო, ძალა არ ყოფილა გამოყენებული. როგორც ამბობს, თავად გააღო კარი და არ გაუწევია წინააღმდეგობა. რაც შეეხება შიმშილობის გამოცხადებას, ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რომელიც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად“,- აღნიშნავს ლომჯარია.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.
0
0
185192
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%