-share.jpg)
“როგორც კი უკრაინის მიმართ დასავლური დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინაც დასრულდება”, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და როგორც კი აშშ და ევროპა მას დაფინანსებას შეუწყვეტენ, ომი დასრულდება.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა. როგორც კი დასრულდება აშშ-დან და ევროპიდან დაფინანსება, ომი დასრულდება. ყოჩაღ, თამამი და სწორი პოზიციაა ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება“, - აღნიშნა მედვედევმა და დასძინა, რომ „უკრაინა არავის სჭირდება“.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025