10/04/2023
13:53
პოლიტიკა
როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო, ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვისთვის, მართული ერთი ადამიანის მიერ. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილისა და იუსტიციის მინისტრის ადეიშვილის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევა, იქნება ეს შიდა - მთავრობის მხრიდან თუ მმართველობის სხვა შტოს მხრიდან ჩარევა. ასევე დაუშვებელია სხვა ქვეყნების ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში. პრემიერმა მოსამართლეებს მთავრობის მხარდაჭერა დაუდასტურა.
„მინდა შევახსენო ჩვენს პარტნიორებს და ყველას, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, რომ იტყვიან, აბსოლუტურად დღესავით ნათელი გახდა ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა. როგორც დღე და ღამე განსხვავდება ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო, ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვისთვის, მართული ერთი ადამიანის მიერ. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილისა და იუსტიციის მინისტრის ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად მთავარი პროკურორი და სასამართლოსთვის ინსტრუქციების მიმცემი იყო. რეალურად იმ დროს სასამართლო პროკურატურის დანაყოფი იყო. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როდესაც მოძალადე რეჟიმს ხალხმა უარი უთხრა. იმ დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ გახდა მმართველი, იმ დღიდან სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0