12/12/2022
14:50
პოლიტიკა
“არ ვიცი, ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როცა დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი და პირველი გადაუდებელი ამოცანა არის სააკაშვილის გადარჩენა, მაგრამ ფაქტია, როგორც ჩანს, შეცდომაში იყო შეყვანილი”, - ამის შესახებ„ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
ამასთან, სამადაშვილი ამბობს, რომ ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი, სერიოზულ გამოწვევას უქმნის ქვეყანას, ამიტომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
„ვერაფერს ვიტყვი იმის თაობაზე, თუ ვისი იმედი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, როცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაბრუნდეს. შემიძლია გავიმეორო - მიგვაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ დღეს ყველაფერი ეს არის მეორეხარისხოვანი და პირველი გადაუდებელი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა, დანარჩენს ვფიქრობ, საზოგადოებას თავად ეტყვის, როცა ამის დრო მოვა, მაგრამ ფაქტი არის ერთი, როგორც ჩანს, შეცდომაში შეიყვანეს, იყო ეს გამიზნული, თუ იყო ეს შეცდომა იმ ადამიანების, ვინც მონაწილეობდნენ ამაში, გამიჭირდება გითხრათ, მაგრამ იმედი მაქვს, საზოგადოება მეტს გაიგებს მომავალში, რადგან ამაზე ინტერესი არის ძალიან დიდი.
რაც შეეხება სასამართლოს, მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ სასამართლოზე პოლიტიკური წნეხი მოიხსნება. ხვალ ევროპარლამენტი განიხილავს ანგარიშს, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის ურთიერთობებს და ვფიქრობ, ევროპარლამენტში ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად არაერთხელ მოვისმენთ შეფასებებს, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენის აუცილებლობას,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
0
0