01/11/2024
21:55
პოლიტიკა
მესმის, რომ გახარიას ახლა პოზა უკავია, პირველი არ არის ეს მისგან და საერთოდ არ მიკვირს. ეს მისი საქმეა, როგორც ჩანს რაღაც იცის ისეთი, რაც არავინ არ იცის, - ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ლიდერმა, თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
„საერთოდ არაფერს არ გამოვრიცხავ, როდესაც მაგიდასთან ბევრი მოთამაშეა. როგორ შეიძლება რამე გამორიცხო, მაგრამ თუ ვინმე პოლიტიკური თვითმკვლელობით დაკავდება საქართველოში, ეს მისი პრობლემაა.
ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს ამ თამაშში შევა, ჩვეულებრივი პოლიტიკური თვითმკვლელობით იქნება დაკავებული. მე მესმის, რომ გახარიას ახლა პოზა უკავია, პირველი არ არის ეს მისგან და საერთოდ არ მიკვირს. ეს მისი საქმეა, როგორც ჩანს რაღაც იცის ისეთი, რაც არავინ არ იცის.
თუ გახარია ასეთ რამეს ამბობს, რომ აქციას შეუერთდება, თუ მისი ამომრჩევლის დაკვეთა იქნება, ამას ქართულ ენაზე ჰქვია ის, რომ დაელოდება, თუ ბევრი ხალხი იქნება, მაშინ მივა, თუ არ იქნება, რისკს არ გაწევს და პასუხისმგებლობას არ აიღებს. საქართველოში ასეთ მოქმედებებს სახელს არქმევენ ხოლმე, მაგრამ მე ახლა თავს შევიკავებ ამისგან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
0
0