13/04/2022
12:39
პოლიტიკა
როგორც ჩანს, ცოტა მეტი ჭკუა აღმოაჩნდა ვიღაცას „ქართულ ოცნებაში" და მან უთხრა, რომ გადაწყვეტილება უნდა შეეცვალა, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ის მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში გაემგზავროს.
„პარლამენტის სპიკერის სამარცხვინო განცხადების შემდეგ, როგორც ჩანს მათ გაიაზრეს, რომ მიადგათ უზარმაზარი ზიანი, სამწუხაროდ, ასევე ქვეყანასაც აყენებენ ზიანს და ამან გამოიწვია მათი პოზიციის შეცვლა. "ლელოს" პარლამენტის წევრებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ პარლამენტის დელეგაცია უნდა წასულიყო ბუჩაში. ახლა, როცა "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა პოზიცია ოპოზიციის და საზოგადოების ზეწოლის შედეგად, დელეგაცია უნდა წავიდეს, "ლელოს" წევრები იქნებიან საპარლამენტო დელეგაციაში, რადგან ეს არის ოფიციალური მოწვევა უმაღლესი რადიდან პარლამენტის სახელზე.
როგორც ჩანს, ოპოზიციის მხრიდან მათმა მხილებამ, ასევე საზოგადოების მხრიდან უკიდურესად უარყოფითმა რეაქციამ, რადგან ახლა, ამ დროს ის, რაც პარლამენტის სპიკერმა თქვა და შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გაიმეორა, იყო სამარცხვინო და თავის მომჭრელი ქვეყნისთვის, როგორც ჩანს ცოტა მეტი ჭკუა აღმოაჩნდა ვიღაცას "ქართულ ოცნებაში" და მან უთხრა, რომ გადაწყვეტილება უნდა შეეცვალა, მაგრამ კარგია, რომ ოპოზიციის და საზოგადოების ზეწოლით მათ შეცვალეს ეს პოზიცია, რადგან ეს იქნებოდა ქვეყნისთვის დამაზიანებელი", - განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0