
სულ უფრო მეტად ღელავენ ეს ადამიანები ქოლცენტრების საქმეზე და, როგორც ჩანს ეს ღელვა უმიზეზო არ არის, ვინაიდან ძალიან ახლოს გრძნობენ გამოძიების სუნთქვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის მიერ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.
„როგორც ჩანს, ამ ადამიანებს აქვთ რაღაც დასამალი. სხვანაირად ასეთ პანიკაში ჩავარდნილები არ იქნებოდნენ. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება ამ მოვლენებიდან გამომდინარე ძალიან სწორ დასკვნას გამოიტანს“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.
აღმაშენებლის 75 ნომერში სავარაუდო დანაშაულებრივ ქოლცენტრზე ინფორმაცია „ქრონიკამ“ მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ შენობის 25%-იანი წილის მფლობელი არის გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე, თავად ფართი კი გაქირავებულია მიხეილ არახამიაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას ძმაა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025