27/10/2022
15:02
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტებისგან იღებს ფულს და ამას ეძახიან ჰონორარს. როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებელის“, „დროას“, „გირჩი მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათ გარშემო საზოგადოება არ გაერთიანდება.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტებისგან იღებს ფულს და ამას ეძახიან ჰონორარს. როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ, მაგრამ რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ, ისინი მათ გარშემო ხალხს და საზოგადოებას ვერ გააერთიანებენ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სად გადის მათი ინტერესები. აქედან გამომდინარე, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მთავარია, მათ გარშემო საზოგადოება არ გაერთიანდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
0
0