05/12/2024
16:07
პოლიტიკა
როგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა „ოცნების“ ქმედებების მიმართ,-ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბურად, ყველა დიდ ქალაქში უნდა გაგრძელდეს.
„პოლიციაში ბევრი აპროტესტებს, რომ „ოცნებამ“ სისტემის სახელი ნიღბიან ბანდფორმირებებს დაუკავშირა. პლუს, ფიზიკურად უჭირთ უკვე გაძლება. ზოგადად, საჯარო სექტორშიც სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება. ამას ხედავენ „ოცნებაში“ და ეძებენ გზებს შეცდომა როგორ დაგვაშვებინონ. ამიტომ, ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის. პროტესტი უნდა გაგრძელდეს კიდევ უფრო მასშტაბურად, ყველა დიდ ქალაქში და მშვიდობიანად. სახელმწიფო სტრუქტურებში მყოფი ადამიანებისთვის ეს არის ერთგვარი სტიმული, რომ პოზიციები ხმამაღლა დააფიქსირონ“, - წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
0
0