-share.jpg)
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს
‘’ როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გახმოვანებული გაუგონარი ცილისწამებების ტირაჟირება და მხარდაჭერა მოახდინო, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავმოყვარეობის შელახვად მიიღო.
რაის იარაღით რუსეთის მომარაგება, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?!
ომის წინ ზელენსკი დასავლეთს საყვედურობდა, რუსეთი ომს არ აპირებს, ნუ გვაპანიკებთ, დაგვენგრა ეკონომიკაო. სად იყო დაზვერვა?
აქაურმა ოპოზიციამ დაიწყო უკვე "გავიდეთ ქუჩაშიო". ამათ ხომ სხვა არაფერი იციან?!
სიჩლუნგესაც ხომ აქვს ზღვარი?! იარაღის საწყობები და ქარხნები ურალში და ციმბირში იმდენი აქვს რუსეთს, მსოფლიოს ერთი საუკუნე ეყოფა საომრად. საქართველოს გავლით რა და ვისგან უნდა წაიღონ რუსეთში? გეოგრაფიასთან როგორ ხართ?
30 წელია რუსეთი გვაბრალებდა პანკისის ხეობის გავლით ჩრდილოეთ კავკასიაში ტრანზიტს. ახლა, თურმე, საქართველოს გავლით რუსეთში ჩადის რაღაც იარაღი. სასაცილო იქნებოდა, შეურაცხმყოფელი რომ არ იყოს.
მიზანი იგივეა: სიტუაციის არევა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის დახსნა. ამისათვის ქვეყანას თავზე დაიმხობენ.
საინტერესოა, მეორე ფრონტის გახსნას როცა გვთხოვდნენ, სულ ახლახანს, მაშინ არ ჰქონდათ ეს ე.წ. ინფორმაცია?
არ ვიცი მთავრობა რას მოიმოქმედებს და რა პასუხს გასცემს, მაგრამ დროა მოსახლეობა იყოს ფხიზლად, რათა შიდა და გარე ძალებმა, რაიმე დიდ პროვოკაციასა და უბედურებაში არ გაგვხვიონ'' - წერს ამირან სალუქვაძე
0
0